პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი: „ქართული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 04 აპრილი 2023, 10:47
პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველო, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ელენე ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთვევაში, ფორმულირება უნდა იყოს შემდეგი - სტატუსი ენიჭება ხალხს და არა ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიქიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიტარულ მმართველობას სტატუსის დახმარებით გაიმყარებს.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა შეიცავდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას მსგავს ფორმულირებას, რომ ხალხს ენიჭება სტატუსი და მთავრობას მეტის გაკეთება სჭირდება. და/ან სტატუსი უნდა იყოს განპირობებული მომავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმს სტატუსით გაამყარებს.“ - წერს „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, ტვიტერზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი