234
01 აპრილი 2023, 15:55
მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, დასაკავებელია ყველა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა, ცეცხლს უკიდებდა და სიკვდილისთვის იმეტებდა.
„არ მაინტერესებს, დაკავებული გეი არის თუ - არა და ორი ვიბრატორი ედო თუ - არა დაკავებისას ჩანთაში. მე მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს, მას „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან რომ, ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! და რა, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ? არა მხოლოდ ის უნდა დაისაჯოს, ყველა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა, ცეცხლს უკიდებდა და სიკვდილისთვის იმეტებდა“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |