თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ ძირეულ ხედვით ძვრებს ახდენს, ოპოზიციას აიძულებს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები სწორად გაიაზროს - საპასუხოდ, ოპოზიცია კვლავ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 01 აპრილი 2023, 14:34
ქართულ პოლიტიკურ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სივრცეში მიმდინარე პროცესები, ეს მოვლენები ღირებულებითი და იდეოლოგიური თვალსაზრისით მოქმედებენ დემოკრატიზაციის, ეროვნული თვითშეგნების, ტრადიციული ღირებულებების, პოლიტიკური წესრიგისა და სტაბილურობის პროცესებზე, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.  მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, წინა პლანზე წამოსწიოს რაციონალურად მოაზროვნე კონსენსუალურ-პოლიტიკურ და სამოქალაქო კულტურაზე დამყარებული საზოგადოება. „დააკვირდით, პოლიტიკური ტრანზიციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პროცესს დღეს თითქოს თავიდან გავდივართ და ამ პროცესში საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ გაცხადებული ღია პოლიტიკით, პირველადია ქართული იდეის საკითხი. იმ იდეისა, რომელიც ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა: ესაა სულიერი ღირებულებები და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები. ჩვენ გვსურს, წინა პლანზე წამოვწიოთ რაციონალურად მოაზროვნე კონსენსუალურ პოლიტიკურ და სამოქალაქო კულტურაზე დამყარებული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ- სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და პოლიტიკური პოზიციის რაციონალურ-აქტივისტურ ფორმებზე. დღეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც, სოციალურ ქსელში არაერთ შეტყობინებას მიტოვებენ და პირად საუბრებში ღიად მეხსნებიან, ნამდვილად გააჩნიათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მაღალი კულტურის დონე, რაც პოლიტიკური მონაწილეობის რაციონალურობაში ვლინდება და მათი გაბედული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესი იყოს პირველადი. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრცე, საჭირო ოპოზიციის არარსებობის გამო, ინსტიტუციურ კრიზისს განიცდის და ეს ყველაზე კარგად იკითხება ღირებულებით ასპექტში. ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ მყარი იდეოლოგიური კონცეფციები, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ლიდერის პირად ინტერესებზეა აგებული. მაგალითად: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შემადგენლობა ყოველთვის უცხო ღირებულებით ელემენტზე იყო დამყარებული და არ ასახავდა ქართველი ერის ტრადიციულ და გენეტიკურ ღირებულებით სულისკვეთებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ეროვნულ ღირებულებით და მენტალური რაციონალიზმით სურდა. შესაბამისად, მათ ქართულ პოლიტიკაში ეროვნულ სულიერ და ინტელექტუალურ კრიზისს დაუდეს საფუძველი და ეს დღეს მათ რიგებში ისევ გრძელდება. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკაში ახდენს ძირეულ ხედვით ძვრებს - პოლიტიკური სივრცის რაციონალურობის ფორმირებისთვის, აიძულებს ოპოზიციას, სწორად გაიაზროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები, რასაც, საპასუხოდ, ოპოზიციისგან ხისტი, დაუმორჩილებელი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები სდევს თან. უკვე მერამდენედ დაგარწმუნეთ, რომ მათი ინტერესები ქართული სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ინტერესებს არ ემსახურება და მათი მხრიდან „სამშობლობანას“ თამაში მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობაა. ქართულ პოლიტიკურ პროცესში ღირებულებითი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, სახელმწიფოს დაბალანსებულ პოლიტიკას პლუს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები - ეს მოქალაქეთა დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესია, კიდევ უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის. ამ გზაზე ერთად ვართ და ამ გზით ერთად მივდივართ... კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სოციალურ ქსელში არაერთ შეტყობინებას მიტოვებს და პირად საუბრებში ღიად საუბრობს „ხალხის ძალის“ რეალურ ძალაზე; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ხართ „ქართული ოცნების“ ერთგულნი და ამასთანავე, იზიარებთ პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა „ხალხის ძალის“ მიერ თქვენთვის დატოვებულ ყოველ გულახდილ გზავნილს. მადლობა, რომ გაგაჩნიათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების ასეთი მაღალი კულტურა და, მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი წნეხისა, თქვენი გაბედული პოზიცია ურყევია - ქართული სახელმწიფო იყოს პირველადი!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი