ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ვინც მას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 01 აპრილი 2023, 14:01
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 
„პოლიტიკური „ინცესტის“ შედეგი... იგორ ივანოვის „ნაკურთხმა“ და ჯორჯ სოროსის დაფინანსებულმა ეგრეთ წოდებულმა ვარდების რევოლუციამ, ბევრ მანკიერებასთან ერთად, ისეთი მახინჯი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელსაც გადასაფასებლად თაობები სჭირდება.
სააკაშვილ-მერაბიშვილის ძალადობრივი მეთოდებისა და ბენდუქიძე-ბოკერიას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის „ინცესტმა“ შექმნა პოლიტიკური კლასის ისეთი მახინჯი მემკვიდრეები, როგორებიცაა ხოშტარიას „დროა“, ვაშაძის „სტრატეგია“, ჯაფარიძის „გირჩი“, ჩერგოლეიშვილის „ევროპული საქართველო“ და ათობით უსამშობლო, გამრუდებული მორალის პოლიტიკური აქტორი. მათი მორალით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ნულოვანი ტოლერანტობა, ბიზნესრეკეტი, აქტივისტების დახოცვა და გვამების მაღაზიის სახურავებზე შემოწყობა სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა, ხოლო, ოპოზიციაში ყოფნისას, დესტრუქცია, საბოტაჟი, არეულობა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობა - ნორმა, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების აუცილებელი პირობა. ესაა კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა მოიტანა ე.წ. სოროსისეული გარდაქმნებისა და „მიშას გასაოცარი დემოკრატიის“ პოლიტიკურმა „ინცესტმა“. P.S. თვალსაჩინოებისთვის, ვინც ამ ლაზარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც, რადგან სამართალდამცველების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ცეცხლის წაკიდებით პოტენციურ მკვლელობას ცალკე, ერთეული მოქალაქეები არ გეგმავენ და უკონტროლოდ, ქაოტურად არ ახორციელებენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი