ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაზე: გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც არაფრისმთქმელია, გარდა მისი პირადი მტრობისა მმართველ პარტიასთან და სამარცხვინო მცდელობა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 31 მარტი 2023, 15:23

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რეალობას აცდენილი „ფაქტებით“ საუბრობს, ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“, აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა არაფრისმთქმელი იყო და ემსახურებოდა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერას. მისივე თქმით, ზურაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს არ იხსენებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი რეალობას აცდენილია.

„გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც ნამდვილად შეგიძლია ვთქვათ არაფრისმთქმელია, გარდა მისი პირადი მტრობისა მმართველ პარტიასთან და სამარცხვინო მცდელობა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერისა! ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რეალობას აცდენილი „ფაქტებით“ საუბრობს ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“, აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ასევე ვერ იხსენებს თუ ვინ „ეპატიჟება“ საქართველოს მეორე ფრონტის გასახსნელად. სავარაუდოდ არც ეს ემახსოვრება, თუ როგორ მიესალმებოდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამხედრო გადატრიალებით დამხობას," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი