დავით ქართველიშვილი: საქართველომ საპრეზიდენტო „პორტფელთან“ დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი ჩაიტარა, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 31 მარტი 2023, 15:11
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც ზვიად გამსახურდიას დამხობისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუასა და მთელს ოპოზიციას მადლობას უხდის. 

ექსპერტის თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პარლამენტში ჰქონდა საკუთარი პოზიციონირების სამი სავარაუდო გზა: იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით ყოფნა, ვისი წყალობით ის დღეს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გატარება ან პირადი ინტერესების დაცვა, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის კურაციის ფარგლებში.

„დღეს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პარლამენტში ჰქონდა საკუთარი პოზიციონირების სამი სავარაუდო გზა:

ა) იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით ყოფნა, ვისი წყალობით ის დღეს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გატარება - რომლის (ასევე, და არა მხოლოდ უმცირესობის) კონსტიტუციურ გარანტსაც უნდა წარმოადგენდეს;

ან გ) საკუთარი, პირადი ინტერესების დაცვა, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის კურაციის ფარგლებში.

საქართველომ საპრეზიდენტო „პორტფელთან“ დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი (ჰარაკირი) ჩაიტარა, საიდანაც „სოროსისა და პუტინის“ ეკლექტიკურმა კანდიდატმა - ქვეყნის დამოუკიდებლობა კატასტროფის ზღვრამდე მიიყვანა, სოროსის ფონდის შეგირდმა - საკუთარი და ცოლის ნათესავების დეკრიმინალიზაციით იყო დაკავებული, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი - უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს. მისი „პათეტიკური“ დამოკიდებულება 1991 წლის 31 მარტისადმი, მისივე ცნობილი ციტატით მინდა დავაგვირგვინო, სადაც მისი ქართულის ცოდნა - არის საუცხოო, შეუდარებელი და ყოვლის მეტყველი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი