ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა მდინარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 30 მარტი 2023, 23:31

მამუკა მდინარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და „მდაბიო ჭორაობას“ უწოდებს მამუკა მდინარაძის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას.

ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს 2004 წელს, მამუკა მდინარაძის დაკავების კადრებს. იმ დროს იგი ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი იყო. მამუკა მდინარაძემ უფლება მისცა ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ განუსაზღვრა გადაადგილების უფლება, გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე წასულიყო თავისივე სახლში. ამისთვის იგი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

ნიკოლეიშვილის თქმით, როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ ვერაფრით დაძლია საკუთარი „აგენტობის კომპლექსი“ და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს „რეაბილიტაციას“.

„არ შემიძლია ყველაფრის მკადრებელ ქალს, რეზიდენტ ეკა ბესელიას გავუტარო ეს მდაბიო ჭორაობა. როგორც ჩანს, ვერაფრით დაძლია საკუთარი "აგენტობის კომპლექსი" და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს “რეაბილიტაციას”. მამუკა მდინარაძე წინა ხელისუფლების ჭანჭიკი იყოო. მე ვიტყვი და მან თავი იმართლოს რომ არ იყოო, ეს პრინციპია. მდინარაძე იყო "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

   

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი