თამთა მეგრელიშვილი: ომის „საჭიროება“ ჯერ რომ ისევ დღის წესრიგშია, ამის დასტური რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 30 მარტი 2023, 21:20
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“. 

 როგორც მეგრელიშვილი წერს, ომის „საჭიროება“ დასავლეთიდან ჯერ ისევ დღის წესრიგშია, რის დასტურადაც თურქეთის პრეზიდენტის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები მოჰყავს, რომლის თქმითაც „არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით“. 

 მისივე თქმით, ლიდერთა მიერ გამოჩენილი სიფრთხილე ერთადერთი სწორი გამოსავალია. 

 „მათ ვისაც საქილიკოდ არ გყოფნით ქართულ სახელმწიფოში დიდი ძალისხმევით მოპოვებული მშვიდობა, გაიაზრეთ, რომ ნაძალადევი ომის „საჭიროება“ დასავლეთიდან ჯერ ისევ დღის წესრიგშია. ამის დასტურია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადება - „ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“. 

იგივე გამოწვევის წინაშეა საქართველო რასაც ირაკლი კობახიძის სიტყვებიც მოწმობს -„არიან გარკვეული ძალები, გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის“. გონიერი პოლიტიკოსებისთვის და პატრიოტი ადამიანებისათვის ყველაფერი ნათელია. ლიდერთა მიერ გამოჩენილი სიფრთხილე ერთადერთი სწორი გამოსავალია. ფაქტია, არჩევანს, გინდოდეს მშვიდობა თავისი პოლიტიკური ფასი აქვს- უნდა გაუძლო ქუჩის პოლიტიკანებსა და არაჯანსაღ ქართულ მტრულ ოპოზიციას- რომელსაც პოლიტიკურ დღის წესრიგში ომის დაწყება წითლად მონიშნულ ნომერ პირველ დავალებად აქვთ. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი