ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუ კი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ნეაპოლელების კერპის, კვარას მამულში? - ეს კაცი ყველაფერში უკუღმა როგორაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 30 მარტი 2023, 21:17
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას აფასებს, რომლის თანახმად, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ აკადემიას გახსნის. 

 როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, „ნაპოლის“ ყველაზე დიდი მეტოქე სწორედ „იუვენტუსია“. 

 „ეს კაცი, ყველაფერში უკუღმა როგორაა? ცალსახად ძალიან მაგარია, თუ კი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ნეაპოლელების კერპის, კვარას მამულში? 

 ცნობისთვის, მამუკ, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ ორი ისეთი დაპირისპირებული სამყაროა, რომ შენ ვერც კი წარმოიდგენ. ტიფოზების დაპირისპირება, განსაკუთრებით იტალიაში, რა მასშტაბებს აღწევს ხოლმე, ყველამ იცის და ამ „კეთილ სამარიტელს“ რატომ არავინ უხსნის? რაიმე საფეხბურთო სკანდალში არ გაეხვა, მამუ, ფრთხილად, ჯიგარო… ისე, სულ მაინტერესებს და ვერ ამოვხსენი: ეს ყოფილი ბანკირები, მონოპოლისტები და ბიზნესმენები, პოლიტიკაში შესვლის მერე ქველმოქმედები რომ ხდებიან და თან ვერც ამართლებენ ამ „ხელოვნურ კეთილშობილებას“, მაზოხისტები ხომ არ არიან? ჰო კიდევ, „იუვენტუსის“ აკადემიას რომ ინფრასტრუქტურა და ბაზა ესაჭიროება, ეგ თუ უთხარით ვინმემ? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია... ევროპაში არ მოგვეჭრას თავი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი