თურქეთის პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც სურთ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და მათი გეგმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე სრულიად რეალურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 30 მარტი 2023, 20:38

ურთულესი გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურად გაზრდილი საფრთხეების ფონზე, 24 საათიანი შრომით ახერხებს ,,ქართული ოცნება" იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამას ითხოვს ჩვენგან ხალხი და ამ იმედს არასდროს გავუცრუებთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც სურთ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში.

„ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 2 წელია ომში ჩათრევის გამოწვევები აქვს ნატოს წევრ სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა 85 000 000 ადამიანია და რომელსაც ჰყავს უძლიერესი ჯარი, აქვს უძლიერესი შეიარაღება, თუმცა კბილებით იცავს და ინარჩუნებს მშვიდობას. ალბათ ახლა უფრო ადვილი წარმოსადგენია რა ზეწოლის და წნეხის ქვეშ არის 3 700 000 მოსახლეობის მქონე საქართველო, რომელიც არ არის ნატოს წევრი და თან ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, ამ ტერიტორიებზეა სამხედრო ბაზები: ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე-7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში. წლებია იზრდება ბაზების პირადი შემადგენლობა, ბოლო მონაცემებით, ორივე ბაზაზე 10 ათასამდე პირი მსახურობს. ცხინვალში განთავსებული საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის. სამხედრო ბაზაზე 4500-მდე მოსამსახურეა, ამას ემატება რეგიონში განთავსებული „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტი, ეს შემადგენლობა საოკუპაციო ხაზის მოწყობასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი. თურქეთის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც სურთ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და მათი გეგმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე სრულიად რეალურია. დიახ, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურად გაზრდილი საფრთხეების ფონზე, 24 საათიანი შრომით ახერხებს ,,ქართული ოცნება" იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამას ითხოვს ჩვენგან ხალხი და ამ იმედს არასდროს გავუცრუებთ“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი