თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბზე: ამ კარგად შეფუთული სახელის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კონტურები ძალიან მკვეთრია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 29 მარტი 2023, 23:34
ეს ორგანიცაზია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბის შესახებ. 

 მისი თქმით, ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის. 

 “რა არის ფრანკლინის კლუბი? Ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის. რა არის Ფრანკლინის მისია სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და პოლიტიკურ ცვლილებებში ჩართულობის გზით, წვლილი შეიტანოს კლასიკური ლიბერალიზმის, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალის აღორძინებაში. 

 ერთი შეხედვით საინტერესო და ინტელექტუალი ახალგაზრდისთვის კარგი შეთავაზებაა, მაგრამ სინამდვილეში ამ კარგად შეფუთული სახელის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კონტურები ძალიან მკვეთრია. ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის. შეფარულად მათი ტვინის გამორეცხვის კარგი საშუალებაა. ამ ორგანიზაციის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა “კმარას”ხელწერას. ეს ორგანიცაზია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი. შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად აგრესიულ ახალგაზრდას, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის მიმღებლობა არ გააჩნია,” - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი