მაია ელოშვილი: ობიექტურობისთვის, როცა გიორგი კეკელიძის მიერ ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე ისაუბრა სალომე კენჭიაშვილის დამ, არც პრეზიდენტი, არც ნაცბანდა არ გამოსულან და კეკელიძე არ დაუგმიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 28 მარტი 2023, 12:10
„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია, ვინც არ უნდა იყოს მისი ჩამდენი. ობიექტურობისთვის აღვნიშნავ, რამდენიმე დღის წინ, როცა გიორგი კეკელიძის მიერ ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე ისაუბრა სალომე კენჭიაშვილის დამ, არც პრეზიდენტი, არც ნაცბანდა, არც ნაცცნობილები, არც ნაცლექტორები არ გამოსულან და კეკელიძე არ დაუგმიათ. ვერც 2021 წელს ვიხსენებ რომელიმე მათგანის აღშფოთებას, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. მათ შორის, ორსულმა ქალბატონმა,“- ამის შესახებ იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს. 



როგორც ელოშვილი აღნიშნავს, დღეს, როცა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს იგივე ხასიათის კამპანია,  საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს ატარებს, გმობს რამიშვილის საქციელს და აკრიტიკებს ხელისუფლებას.


მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი აღმოჩნდა ნაცჯალათების კორუმპირებული ლობისტების უმეცარი და უგუნური მსახური.  




„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია, ვინც არ უნდა იყოს მისი ჩამდენი. მტყუან-მართლის გარჩევა კი, სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების გადასაწყვეტია და საზოგადოება უნდა მოერიდოს წინასწარ მიკერძოებული დასკვნების გაკეთებას.
ობიექტურობისთვის აღვნიშნავ, რამდენიმე დღის წინ, როცა გიორგი კეკელიძის მიერ ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე ისაუბრა მარო მაყაშვილის სტიპენდიაზე უარის მთქმელმა სალომე კენჭიაშვილის დამ, არც პრეზიდენტი, არც ნაცბანდა, არც ნაცცნობილები, არც ნაცლექტორები, არც ზონდერჟურნალისტები და მათ დაკრულზე "ევროპულად" მოცეკვავენი არ გამოსულან და კეკელიძე არ დაუგმიათ. ვერც 2021 წელს ვიხსენებ რომელიმე მათგანის აღშფოთებას, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. მათ შორის, ორსულმა ქალბატონმა.


დღეს, როცა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს იგივე ხასიათის კამპანია, თათია სამხარაძის მოწოდებაზე, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული გაუგებრობა, ბრიფინგს ატარებს, გმობს რამიშვილის საქციელს და აკრიტიკებს ხელისუფლებას.
ჩვენ უკვე შევეგუეთ ნაცბანდის და მათი პატრონ-მყვარებლების ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ მაინც გამაოგნებელია, როცა სამოქალაქო ომის წამხალისებელი, მოლოტოვის კოქტეილებით პოლიციელთა ცოცხლად დაწვაზე ნებართვის გამცემი სალომე ზურაბიშვილი, გმობს სექსუალური ხასიათის მიმოწერებს და საუბრობს ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელისუფლების მომხრეა და არაფერს ამბობს მეორეზე, ნაცანგაჟირებულზე, რომელსაც ასევე რამდენიმე ქალი მიიჩნევს მოძალადედ.
სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული. არ სტკივა ათი ათასობით ღირსებაშელახული, ქონებაწართმეული, უკანონოდ სასჯელმოხდილი, ქუჩაში დაცხრილული, დარბეული,  ნაცემ-ნაწამები ადამიანები, მაგიდაზე დაბმული და გაუპატიურებული პატიმრები.  მას "დაავიწყეს", როგორ დაუნდობლად აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ მოძალადე, სისხლზე დაგეშილი ნაცჯალათები და მედიამენეჯერად შერაცხული კრიმინალი პროკურორი (რომლის შეწყალებასაც აპირებს) პირდაპირ ეთერში. როგორ დასცინოდნენ მის შვილებს და როგორ აქციეს მისი ვაჟი "კომედი შოუს" სკეჩების მთავარ პერსონაჟად, მის ფიზიკურ ნაკლზე ხაზგასმით. 
არ ვიცი, ვინ ან რამ და როგორ უნდა აიძულოს ქვეყნის პრეზიდენტი, დაივიწყოს  სისხლიანი, არაადამიანური რეჟიმის ათასობით მსხვერპლი, მისი ამომრჩეველი და დასავლელი პატრონების საამებლად და პირადი კომფორტისთვის, კრიმინალური დაჯგუფების ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახუროს.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი აღმოჩნდა ნაცჯალათების კორუმპირებული ლობისტების უმეცარი და უგუნური მსახური.  
ამ დღეებში ბევრი გამოეხმაურა ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას: მოვდივარ! 
მე მოვდივარ, თუ აქციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იქნება: 
ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის და ამომრჩეველთა ინტერესების ფეხქვეშ გათელვის გამო, გადადგეს სალომე ზურაბიშვილი!
და თუ არ დავიშლებით, სანამ არ მიბრძანდება უსამშობლო კარიერისტი, დამსახურებულ პენსიაზე.“- წერს მაია ელოშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი