თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს. სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს და ნუთუ კიდევ არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 26 მარტი 2023, 15:20
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, იარაღის უკმარისობის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია.

მეგრელიშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს განადგურებას.

„საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს! ჩვენი ერი არ უნდა გადაშენდეს! დიახ, სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს. 

ნუთუ კიდე არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება? 

ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს აღგვას პირისაგან მიწისა, თუმცა იქამდე დიდი სირთულეების გადალახვა გვიწევს, რომ საბოლოოდ გავიდეთ სამშვიდობოს. 

ღმერთმა ქნას, უკრაინელი ერი მოეგოს გონს და მოსთხოვოს პასუხი მათი ქვეყნის გამანადგურებლებს!”- წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი