გრეტა წიწავა: გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო და ეს ადამიანი, თურმე, დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 26 მარტი 2023, 13:59

დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც ნაცმოძრაობის წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის წამების ამბავს და ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება -გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ... მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"... მოდი ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც ნაცმოძრაობის წევრებიც კი ამბობენ ცუდი იყო!...“ - წერს გრეტა წიწავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი