ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძეზე: ბატონმა მამუკამ არ იცის, რომ ადრე მოუწია ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 25 მარტი 2023, 12:04
„ა, კაცი... განა სულ მევახშეა, ახლა პოლიტიკურ „სტუკაჩად“ იქცა... უგრძვნია ადამიანს რეალობა, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „ლელოს“ ლიდერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი“.
ქადაგიძე ხაზარაძის ამ განცხადებას ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევის მცდელობად მიიჩნევს.
„ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ოპოზიციის „საამაყო“ საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევითა თუ სტატისტიკით, საქართველოს უპირველესად ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ ინსინუაციური პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შარშან, ევროპის პარლამენტში. მამუკასაც არ უმტყუნა „ვირთაგვას ალღომ“ და ჩასაძირად განწირული გემიდან ღირსეულად გაქცევა დააპირა. თან საზოგადოების გასაგონად თქვა: - მე არ გეგონოთ ის კაცი, ვინც ევროპაში ჩვენი ქვეყნის მომავალს ანგრევს, ეგენი სხვები არიანო... - ვინ სხვები, ბატონო მამუკა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ? მოკლედ, მას შემდეგ, რაც გუშინდელი დღე დაიწყო, პრემიერის მხრიდან ამათი სრული გაპარტახებით, ამის „კრისინაია ჩუწიომ“ უერთგულა და ჩაძირვას, გაქცევა ურჩია. ოღონდ, ბატონმა მამუკამ არ იცის, რომ ადრე მოუწია გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან“, - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი