ლევან ნიკოლეიშვილი: მოლდოვამ რუსულ „გაზპრომთან“ განაახლა ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მოლდოვისგან მილიონებს მიიღებს, სანაცვლოდ კი რუსული გაზით გათბება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 21 მარტი 2023, 14:10

მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო. უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე და ჩვენს მიმართ უსამართლობაზე და უმადურობაზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვა „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შეძენას განაახლებს.

მისი თქმით, მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი არა, იმ დროს როდესაც ეს მოლდოვა ევროინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურად უარს აცხადებს, თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და დსთ-ს წევრობის გამო და ახლა კი რუსული გაზით გათბება.

„მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო. უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე და ჩვენს მიმართ უსამართლობაზე და უმადურობაზე. მაშ ასე, მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი არა, იმ დროს როდესაც ეს მოლდოვა ევროინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურად უარს აცხადებს, თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და დსთ-ს წევრობის გამო. ახლა კი საერთოდ რუსულ „გაზპრომთან“ (=პუტინთან!) განაახლა ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს რუსეთი მოლდოვისგან მილიონებს მიიღებს (ამ თანხებიდან კი უკრაინაში მეომარ რუს გენერლებს, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ხელფასსაც გადაუხდის), სანაცვლოდ კი რუსული (=პუტინის!) გაზით გათბება. ეს არის რეალობაც და სინამდვილე, ხოლო ვლადიმერ პუტინის პორტრეტს, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაპატიმრების ორდერი გასცა, რამდენი მოლდოველი მაღალჩინოსანი არ დაკიდებს ოთახში ან ისე უბრალოდ შეაგინებს( ოღონდ გულით და გულწრფელად არა), ეს ნამდვილად მეორეხარისხოვანია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი