263
18 მარტი 2023, 20:12
სამწუხაროდ, დღეს ლიბერალიზმი გადაიქცა უკვე ფაშიზმად და ამის გამოვლინებას ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მათი აქტივისტები უკვე აგრძელებენ ირაკლი კობახიძის დევნას. იმ ადამიანის, ვინც დასწერა კონსტიტუცია, განსაკუთრებით ის მუხლი, რომლითაც ისინი თავად აპელირებენ. 21-ე საუკუნეში, იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროპული პერსპექტივა და რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორის ნაწილი და მედიის ნაწილი ღიად არიან შემჩნეულები ბოლშევიზმში“, - განაცხადა ბოჟაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |