ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას შარლ მიშელის ოფისში ვიზიტზე: ქართველი ხალხი ამას შეაფასებს, როგორც მიშელის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 17 მარტი 2023, 22:53

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „დროას“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისში შეხვედრა გამართეს.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, ყველა ის ევროპელი პარტნიორი, ვინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის წამახალისებელია.

„მარტივად და გასაგებად დავწერ! ქართული პოლიტიკის რადიკალები: ხოშტარია, „გირჩი“ და ჭიჭე ხვდებიან შარლ მიშელის ოფისს. ქართველი ხალხი ამას შეაფასებს, როგორც მიშელის მხრიდან რადიკალების და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას!

ჩვენი პარტნიორები, ყველა ვინც ამ რადიკალ ექსტრემისტებს შეხვდება, არის პოლარიზაციის და რადიკალიზმის წამხალისებელი.

ყველა, ვინც ამ ტროიკას არ გაემიჯნება, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მხოლოდ ცუდი!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი