ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგში სააკაშვილის საქმის არ გაგზავნაზე: იცოდნენ, სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ ჩამოანგრევდა მის მოგონილ "ავადმყოფობას"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 17 მარტი 2023, 13:46

საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიშას უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე. ბევრს ბაქიბუქობდნენ მისი ადვოკატები, ამ უარს სტრასბურგში წავიღებთო, მაგრამ არ წაიღეს იმიტომ, რომ სიმულირებს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და სწორედ ამიტომ არ წაიღეს ეს საქმე სტრასბურგში.

„საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ ის არის თაღლითი და სიმულანტი. საზოგადოებას კი უთხრა, რომ არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, ხოლო თუ რამე აწუხებს, მხოლოდ თვითდაზიანების შედეგია. მოკლედ, საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიშას უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე. ბევრს ბაქიბუქობდნენ მისი ადვოკატები, ამ უარს სტრასბურგში წავიღებთ და კუდით ქვას ვასროლინებთ ხელისუფლებასო, მაგრამ არ წაიღეს. იცით რატომ ვერ და არ მიმართა სააკაშვილმა სტრასბურგს? იმიტომ, რომ სიმულირებს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს. ზუსტად იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ ჩამოანგრევდა მის მოგონილ "ავადმყოფობას". აი, ამიტომ არ წაიღეს ეს საქმე სტრასბურგში და დაკვეთილი სტატიებით ცდილობენ ხალხის დაბოლებას, მაგრამ აღარც ეს სჯერა ვინმეს...“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი