ზაალ ანჯაფარიძე: „Твой отец – враг народа“ ვინ წარმოიდგენდა, რომ გასული საუკუნის 1937 წლის „დიდი ტერორის“ ეს მოარული ფრაზა, 2023 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაგვიბრუნდებოდა, ამჯერად ლიბერალური დემოკრატიის და პროდასავლურობის დროშით შეფუთული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 14 მარტი 2023, 13:04

ძალიან მძიმე ფაქტები გაახმოვანა დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. დიახ, ლიბერალური ფაშიზმი მომძლავრდა ჩვენთან. მან ერთი ერთში გადმოიღო ბოლშევიკური და ჩეკისტური მეთოდები. უნივერსიტეტებიდან ცდილობენ ზუსტად იგივე მეთოდებით გააძევონ მათთვის მიუღებელი პროფესორ-მასწავლებლები, როგორითაც ბოლშევიკები აძევებდნენ მათთვის კლასობრივად უცხო ელემენტებს და ე.წ. „წითელი პროფესურით“ ანაცვლებდნენ. ისინიც რეჟიმისთვის ჩვეული მეთოდებით ურეცხავდნენ ტვინებს ახალგაზრდებს - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მთლიანად საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ ის სულისკვეთება, რასაც ბოლშევიკები ამკვიდრებდნენ ე.წ. „კლასობრივი ბრძოლის“ დროშის ქვეშ.

„Твой отец – враг народа“ ვინ წარმოიდგენდა, რომ გასული საუკუნის 1937 წლის „დიდი ტერორის“ ეს მოარული ფრაზა, რომელიც საბჭოთა საქართველოშიც ბევრჯერ გამოყენებულა ალბათ, 2023 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაგვიბრუნდებოდა, ამჯერად ლიბერალური დემოკრატიის და პროდასავლურობის დროშით შეფუთული. ერთ-ერთი სკოლის „პედაგოგს“ სწორედ ასე მიუმართავს მისი მოსწავლისათვის.

ძალიან მძიმე ფაქტები გაახმოვანა დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. დიახ, ლიბერალური ფაშიზმი მომძლავრდა ჩვენთან. მან ერთი ერთში გადმოიღო ბოლშევიკური და ჩეკისტური მეთოდები. უნივერსიტეტებიდან ცდილობენ ზუსტად იგივე მეთოდებით გააძევონ მათთვის მიუღებელი პროფესორ-მასწავლებლები, როგორითაც ბოლშევიკები აძევებდნენ მათთვის კლასობრივად უცხო ელემენტებს და ე.წ. „წითელი პროფესურით“ ანაცვლებდნენ. ისინიც რეჟიმისთვის ჩვეული მეთოდებით ურეცხავდნენ ტვინებს ახალგაზრდებს. მთლიანად საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ ის სულისკვეთება, რასაც ბოლშევიკები ამკვიდრებდნენ ე.წ. „კლასობრივი ბრძოლის“ დროშის ქვეშ.
ამ დღეებში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა ლიბერალ-ფაშისტების მართლაც რომ უდიდესი და უმძიმესი ლუსტრაცია მოახდინა.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი