გია აბაშიძე: დესტრუქციულმა ოპოზიციამ ანუ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათი უმთავრესი პრიორიტეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 14 მარტი 2023, 12:56

დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა, რომ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშეც გამოაშკარავა რეალური აგენტები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უამრავი მანიპულაციის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის სურვილი, სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვიათ, არ შესრულდა, ვინაიდან, ხელისუფლება მორალური და ძალისმიერი უპირატესობის მიუხედავად, ჰუმანურად მოიქცა.

„დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა, რომ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშეც გამოაშკარავა რეალური აგენტები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. მანიპულაციების ნიაღვრის მიუხედავად, ნაცსექტის მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ უწერიათ. ილუზიაა იმის ტირაჟირება, რომ საზოგადოება და ხელისუფლება დაშორდნენ ერთმანეთს. მმართველი გუნდი მოიქცა ჰუმანურად და გაიწვია შფოთის შემომტანი კანონპროექტი იმ დროს, როდესაც სამართალდამცაველებს მოძალადე რადიკალების დაჯგუფებებზე სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან. მისი ანალოგები მრავალ ქვეყანაშია. თვით აშშ-ში უფრო მკაცრია FARA, ვიდრე ქართული ვარიანტი. დესტრუქციულმა ოპოზიციამ ანუ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათი უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი მწარე წაგებას იწვნევენ.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი