274
14 მარტი 2023, 12:22
ექსპერტის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევით, ხელისუფლებამ საკუთარი უბედურების ხარჯზე ქვეყანა დიდი უბედურებისგან იხსნა.
„ნუთუ ვერ უნდა მიხვდეს საღად მოაზროვნე ადამიანი, საკუთარი რეპუტაციული ზიანის ხარჯზე, ხელისუფლებამ რამხელა უბედურებას გადაარჩინა ქვეყანა.
დავანებოთ თავი სამართლიანი იყო თუ არა აქცია, იქ იდგნენ საქართველოს მოქალაქეები, იდგნენ ახალგაზრდები, იდგნენ რევანშისტული ძალებიც, ერთი არასწორი მოქმედება და წარმოდგენაც არ მინდა იქ რა მოხდებოდა. (მერაბიშვილის ზონდერებს ჯერ არ უკადრიათ თუ რა.)
ამ რაოდენობის ხალხს ქვეყნის მტრები და აქციის ორგანიზატორები სახლში რომ არ გაუშვებდნენ და თავისი მზაკვრული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებდნენ, ეს ხომ ყველამ იცის, ამიტომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება!
ტყუილად არ ახსენა ირაკლი კობახიძემ "კავკასიური ცარცის წრე," მეც ზუსტად არზდაკის სასამართლოს სცენა გამახსენდა.“- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |