თამარ ჩერგოლეიშვილი: ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 14 მარტი 2023, 10:07

თამარ ჩერგოლეიშვილი: ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვა, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციით იკვებებით, მაგრამ ჯერჯერობით, ნაცმოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა. დღეს ასეა.

ცხადია ხვალ ასე აღარ უნდა იყოს და ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ თქვენ გსურთ ამაზე არ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ რეალობა მწარეა და გგონიათ რომ გაჩუმებით დაიმალება - ეს სისულელეა.

შეფასებებს არ ვეხები - ვიღაცას მოგწონთ, ვიღაცას არა.

ვეხები იმ იდიოტებს, რომლებიც “ქოცების შემოგდებულად” მიიჩნევენ ამაზე მსჯელობას.

რეალობაა ეგ, და ცხადია ამ რეალობას ქოცები გამოიყენებენ, თქვენ თავი რა სიღრმეზეც არ უნდა ჩარგოთ.

თუ რეალობა არ მოგწონთ, დაგვეხმარეთ, რეალობა შევცვალოთ - გაჩუმებით რეალობა არ იცვლება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი