საქართველოს სურს დასავლეთს მიეკუთვნებოდეს და „ქართული ოცნება“ აგრძელებს გაკოტრებული მოსკოვისთვის „შეტენვას“, - ამის შესახებ ყოფილმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) ეს "სატანისტური უნიფორმები". საქართველოს სურს დასავლეთს მიეკუთვნებოდეს და „ქართული ოცნება“ აგრძელებს გაკოტრებული მოსკოვისთვის "შეტენვას“, - განაცხადა ყოფილმა კონგრესმენმა.
კინზინგერმა „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება - გადააზიარა, სადაც მთავრობის მეთაური ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდა მომიტინგეებზე აღნიშნავს: „რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. მე არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |