ქვეყნისთვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 13 მარტი 2023, 18:42

„კანონპროექტის უკან გამოწვევა, სულაც არ არის პრობლემა. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ქვეყანა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ეხმიანება.

„მოკლედ, მარტივად და თვალნათლივ. რა კანონპროექტთან გვქონდა რეალურად საქმე და როგორი მოგონილი „ნარატივით“ აშავებდნენ კლიშეებით, თითქოს რუსულთან ჰქონდა რაიმე კავშირი. აი, მეგობრებო, რისი გულისთვის უკიდებდნენ ცეცხლს სამართალდამცველებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, ვანდალურად აზიანებდნენ ეკლესიებს და ფიზიკურად ძალადობდნენ ყველაზე, ვინც რაციონალურ აზრს აჟღერებდა. ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები,რომლებიც მზად არიან, დაანგრიონ ქვეყანა, ხოლო ქვეყნისათვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას. P.S. იმედია, ეს ფაქტი, სწორად იქნება გაანალიზებული ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი