მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდა რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 13 მარტი 2023, 17:41

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეორგოლს, სადაც განმარტებულია, თუ რა ეწერა იმ კანონპროექტში, რომელიც საზოგადოების მღელვარების გამო, მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია.

მისი თქმით, პარლამენტის აღების და სამართალდამცველებზე მოლოტოვის კოქტეილებით ანგარიშსწორების მსურველებისთვის, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ეწერა რეალურად წარმოდგენილ კანონპროექტში.

„ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ ვინც იძახოდით და ამტკიცებდით გინდა თუ არა რუსული კანონია, და წაკითხულიც არ ჰქონდათ! ეს იმათ ეხებათ, ვინც ამტკიცებდით ამ კანონს თუ მივიღებთ დასრულდა ჩვენი ევროპელობა და ცხოვრებაო! ყველაზე უფრო კი იმათ ეხებათ აი, ამ კანონის გამო, პარლამენტის აღება, და მოლოტოვის კოქტეილებით სამართალდამცავებზე ანგარიშსწორება რომ გადაწყვიტეს.
5 სხვადასხვა ნავში მსხდომებს, გემიდან გაქცევის მომლოდინეებს და მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდა რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია!
ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი