„ორტრუპა“ ვანოს განცხადების შემდეგ, მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 12 მარტი 2023, 14:57

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ჩვენ ჩავანაცვლებთ მოქმედ მთავრობას და ქვეყნის სათავეში მოვიყვანთ პრო-დასავლურ და პრო-უკრაინულ ხელისუფლებას“.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაზაფხული და ზაფხული მართლა საინტერესო გველოდება, ოღონდ ასიმეტრიული მოლოდინით. თუ უკრაინის ხელისუფლებამ დათმო ბახმუტი, თუ საქართველოს მოკავშირე უკრაინამ ხელი მოაწერა ქვეყნის ფაქტიურად ორად დაყოფას, მაშინ მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება.

ორიტრუპი" მერაბიშვილი: „საქართველოს ელოდება ძალიან საინტერესო გაზაფხული და ზაფხული - დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ ჩავანაცვლებთ მოქმედ მთავრობას და ქვეყნის სათავეში მოვიყვანთ პრო-დასავლურ და პრო-უკრაინულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ და უკრაინა მოკავშირეები ვართ“.

მე ერთს დავამატებდი - გაზაფხული და ზაფხული მართლა საინტერესო გველოდება, ოღონდ ასიმეტრიული მოლოდინით. თუ უკრაინის ხელისუფლებამ დათმო ბახმუტი, თუ დასავლეთმა აიძულა ზელენსკის ადმინისტრაციას - დაუჯდეს აგრესორს მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ საქართველოს მოკავშირე უკრაინამ ხელი მოაწერა ქვეყნის ფაქტიურად ორად დაყოფას, თუ მან არ დაამარცხა რუსეთი, თუ მოქმედ პრეზიდენტს ჩაანაცვლებს უკრაინის სახალხო და სამხედრო გმირი ვალერი ზალუჟნი, მაშინ... მტკიცედ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის სპეცსამსახურებს, შსს-ს - მკაცრი შემშვები რეჟიმი დააწესონ საზღვარზე და არ დაუშვან უკრაინიდან უკონტროლო ადამიანური მასების ქვეყანაში შემოდინება. საზღვარმა ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოს მხოლოდ ერთი მიმართულებით: „ნაცებს დაუბრკოლებლად ვაცილებთ კიევში“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი