არჩილ გამზარდია: ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 12 მარტი 2023, 14:18
„ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად. ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა,“ - ამის შესახებ ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს. 

 გამზარდია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლით თქმითაც, საქართველოს ახალი ხელისუფლება იომებს რუსეთის წინააღმდეგ. ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ დასაფიქრებელი იყო მათი ურთიერთფაქტორი, თუმცა, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. 

 „რასაც ვუყურებ, ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც. ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი, რომ ნამდვილად იყო დასაფიქრებელი ბიძინა ივანიშვილის და ვანო მერაბიშვილის ურთიერთფაქტორი, თუმცა, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად. 

ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ეს ახალი ფრონტია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ვანო მერაბიშვილის ხელით. ვფიქრობ, სერიოზული სამუშაოა ეს თემა და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისგან დისტანცირება. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება ბევრად მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს, რასაც კიდევ მეტი საზოგადოებრივი დეპრესია მოჰყვენა და სრული ტოტალიტარიზმის რეჟიმში გადავალთ,“ - წერს არჩილ გამზარდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი