180
12 მარტი 2023, 14:10
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ვანო მერაბიშვილი აბა! წაღმა - უკუღმა მედასავლეთეებო, მწყობრად! ორი გვამის მოსატანად! ბელადი გიწვევთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |