დავით ქართველიშვილი: მოვითხოვ ქალბატონი კელი დეგნანისგან საჯარო ახსნა-განმარტებას, რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 11 მარტი 2023, 14:00
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

ქართველიშვილი ამერიკის ელჩს სთხოვს ახსნას, რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან. 
მისი თქმით, დუმილის შემთხვევაში ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში.
„ამაზე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება და აი, ეს დღეც დადგა: კანადის მთავრობა გეგმავს სოციალური სარეგისტრაციო სისტემა-რეესტრის შემოღებას, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მიზნით - კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.
კი არ ვთხოვ, მოვითხოვ ქალბატონი კელი დეგნანისაგან საჯარო ახსნა-განმარტებას: რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან. დუმილის შემთხვევაში, ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი