237
10 მარტი 2023, 21:35
„ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების პროტესტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა რამდენიმე გარემოება: გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბატონ პრემიერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახდეპის მრჩეველი და გუშინვე ჩანიშნული იყო კავკასიის რეგიონში მრჩევლის (ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა) შეხვედრა პრემიერთან.... როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია ხელისუფლებას, რომელიც -მეტი რომ არ ვთქვათ- ისეთ ანგარიშს უწევს აშშს, რომ 180° შეცვალა პოზიცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ვუძახოთ პრორუსული? ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას იძახიან და აზრიც არა აქვს მათთან კამათს- პარანოიალურად გამჯდარი ლოგოსტერეოტიპი აქვთ- ღარიბაშვილმა პანჩური რომ ამოარტყას რამე სამიტზე სერგეი ლავროვს (პუტინთან აბა პანჩურის ამორტყმის მანძილზე ვიღას უშვებენ- ძააან გრძელი ფეხი ჭირდება!), მაინც ამას იტყვის! რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა- ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით,“- წერს დავით გადელია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |