ვლადიმერ ბოჟაძე ლომჯარიაზე: ყოფილი ,,ვითომ სახალხო დამცველი" 2007 წელს დარბეულ და პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ, ყველაზე რეიტინგულ არხს „იმედს“ არ აღიარებს, ,,აბულინგებს" ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 10 მარტი 2023, 21:30
„უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, ,,აბულინგებს" ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ რუსთავი 2-ს, ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ ,,ფორტუნას", გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს ,,ტვ პირველს!“ - ამის შესახებ თბილისი საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება. 

 „ყოფილი ,,ვითომ სახალხო დამცველი" თურმე არ აღიარებს ,,იმედს" და ,,პოსტივის", მათ ჟურნალისტებს და თანამშრომლებს, არ თვლის თურმე ადამიანებად! არ აღიარებს 2007 წელს დარბეულ, მიწასთან გასწორებულ, მეპატრონისთვის წართმეულ და 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ, ყველაზე რეიტინგულ არხს არ აღიარებს! უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, ,,აბულინგებს" ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა, ასევე მეპატრონისთვის წართმეულ და ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ რუსთავი 2-ს, ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურს ,,მთავარი არხს" ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ ,,ფორტუნას", გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს ,,ტვ პირველს"! ახალგაზრდები და სტუდენტები ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ითხოვდნენ და არა 1937 წელს, ნაციონალური მოძრაობის რევანშს, დასაჭერთა, დასახვრეტთა და გასაკულაკებელთა სიის დაწერას კი არა! 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა გააგრძელეთო პარტნიორებმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" რევანშისთვის და რევოლუციისთვის მუშაობა არ უთქვამთ, ასევე შეამცირეთ პოლარიზაცია გვითხრეს, უფლებადამცველები ფაშისტებად, ბოლშევიკებად და ვანო მერაბიშვილს გეგმის ნაწილად იქეცითო არც ეგ უთქვამთ. სამოქალაქო სექტორმა და მედიამ თქვენი ადგილი და ფუნქცია იცოდეთო ეგ კი ნამდვილად გითხრეს, დაუჯერეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ზღვარი არ გადალახოთ, ხოლო თუ პოლიტიკა გინდათ ქურქუმალ ვაითის პარტია გელოდებათ, ისედაც დიდი ხანია მათი თანამოაზრეები ხართ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი