ანდრია გვიდიანი ნინო ლომჯარიას - ყალბია შენი არარსებული ღირებულებები, მოგონილი იდეოლოგიები, ლიბერალიზმი - თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო შენი სახალხო დამცველობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 10 მარტი 2023, 21:25
ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ყოფილი სახალხო დამცველი არ აღიარებს ტელეკომპანიებს “იმედი” და “პოს ტვ”, ასევე არ აპირებს გამარჯობის თქმას ადამიანების გარკვეული ნაწილოსთვის. 

 გვიდიანის განცხადებით, ლომჯარია, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული.

 მისი შეფასებით, ლომჯარიას სახალხო დამცველობა სიყალბე იყო და იგი ახლაც “პატრონებს ამოფარებული” დავალებების შემსრულებელია. 

 “ყოფილი ეგრეთწოდებული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თურმე აღარ აღიარებს "იმედს" და "პოსტივის". კიდევ თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გამარჯობის თქმასაც აღარ აპირებს. ამას აკეთებს ქალი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული. ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ შენი გამარჯობა არავის სჭირდება და არათუ არავინ გეხვეწება, არამედ, პირიქით, დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას დიდ უხერხულობასაც უქმნის შენთვის ძალაუნებურად გამარჯობის თქმა. მერე იმით გავაგრძელოთ, რომ "იმედის" და "პოსტივის" უმაგრეს ჟურნალისტებსაც დარმუნებული ვარ საერთოდ არ ანაღვლებს თუ შენნაირი მეორასე ხარისხოვანი უინტერესო რესპოდენტი გამოაკლდება. კიდე იმით გავაგრძელოთ, რომ ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ. საერთოდ არაფერი გაქვს საერთო არც ლიბერალიზმთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც სხვა მაღალ მატერიებთან. ყალბია, შენი არარსებული ღირებულებები, ყალბია, შენი მოგონილი იდეოლოგიები, ყალბია შენი ლიბერალიზმი, თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო შენი სახალხო დამცველობა - პატრონებს ამოფარებული მიკერძოებული დავალებების შემსრულებელი მხარე რომ იყავი - იმიტომ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო სიყალბე ხარ თხემით ტერფამდე, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საკუთარი ადგილი გეცოდინება,” - წერს ანდრია გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი