თამთა მეგრელიშვილი: აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, „მადა ჭამაში მოდის"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 09 მარტი 2023, 22:57

აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. „მადა ჭამაში მოდის“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად, დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების "ხელითა და ენით" არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.

„ებრძოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თუ ებრძვიან სახელმწიფოს?! პასუხი მარტივია- ებრძოდნენ და ებრძვიან ქართულ სამართლებრივ სახელმწიფოს. აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების "ხელითა და ენით" არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.
აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. "მადა ჭამაში მოდის"... „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არ დაუშვებს ახალგაზრდებაფარებული სისხლიანი ხელებით მოვაჭრეთა პოლიტიკურ სამართლიანობანას თამაშს.

გამოდით, ყველანი გიცანით, იგივენი ხართ რაც იყავით! დღეს, სამართლებრივ სახელმწიფოში წაგებული გაქვთ ქართველ ხალხთან!!!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი