პოლიტიკა კონსენსუსის ხელოვნებაა, სწორად უნდა შეაფასო მდგომარეობა და თუ ამ დროს გადაწყვეტ, რომ არაფრის ფასად არ დააყენო თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, ამას პოლიტიკური ვაჟკაცობა ჰქვია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 09 მარტი 2023, 18:46
„პოლიტიკა კონსენსუსის ხელოვნებაა, და ასეთ დროს სწორედ უნდა შეაფასო მდგომარეობა, და თუ ამ დროს გადაწყვეტ, რომ არაფრის ფასად არ დააყენო თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, ამას პოლიტიკური ვაჟკაცობა ჰქვია!“- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. 

 როგორც ნიკოლეიშვილი წერს, პოლიტიკოსობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა, მით უმეტეს როდესაც იცი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია ქვეყნის და ხალხის წინაშე. 

 „პოლიტიკოსობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა, მით უმეტეს როდესაც იცი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია ქვეყნის და ხალხის წინაშე. გაცილებით ადვილია ოპოზიციაში ყოფნა, უარგუმენტო არაფრის მთქმელი პოლიტიკური პოპულიზმის ხარჯზე ნებისმიერ რამეზე წახვიდე, და თან მიუხედავად იმისა რომ არც რეიტინგი გაწუხებს და არც ხალხის ბედი, იცი რომ პოლიტიკურ ველზე მაინც იტივტივებ და პარტიული ტელევიზიებიც სიამოვნებით დაგითმობენ ხოლმე ეთერს. თუნდაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებში რამდენი შემთხვევა ვიცით თანამდებობრივ სკამს ჩაჭიდებულებმა და საკუთარი ვითომ და პრინციპულობის გამო, როგორ გაწირეს საკუთარი მოქალაქეები გინდაც ომისა თუ გინდა მშვიდობის დროს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება კი სწორედ, რომ პრაგმატული და გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნიმუშია, დიახ პოლიტიკა კონსენსუსის ხელოვნებაა, და ასეთ დროს სწორედ უნდა შეაფასო მდგომარეობა, და თუ ამ დროს გადაწყვეტ, რომ არაფრის ფასად არ დააყენო თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, ამას პოლიტიკური ვაჟკაცობა ჰქვია!“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი