თსუ-ში ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაზე რამდენიმე სტუდენტმა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ გამოიჩინა, რასაც მათი ბულინგი და სუსის აგენტების იარლიყის მიკერება მოჰყვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 08 მარტი 2023, 17:42

რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე რომლის თემაც იყო,კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა მათთვის არასასურველი კითხვა დასვა, რის გამოც, სტუდენტებს მოსთხოვეს ვინაობის დასახელება და ტელეფონის ნომრის.

„რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს. მოკლედ, იმ შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ თურმე დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ს აგენტები, ნასედკები და ა.შ. როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ ყველამ თავის თარგზე მოჭრა.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი