დავით ქართველიშვილი: იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე მათთვის არასასურველი კითხვების დამსმელებს „ნასედკებს“ და მოგზავნილებს უწოდებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 08 მარტი 2023, 17:28
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმიანება. 



როგორც ქართველიშვილი წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: "კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?". "შენ ვინ ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს "ნასედკები" ესენი!- ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს "პროფესორები" და ადამიანის "უფლებადამცველები".



“როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტირებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ს სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია. მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში ტროცკისაც კი შეშურდებოდა. "რუსული...რუსული...რუსული..." - ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში...
რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: "კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?". "შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს "ნასედკები" ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ეხლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!" - ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს "პროფესორები" და ადამიანის "უფლებადამცველები". 
ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან, ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოვებულია და რა საქმიანობის გამო ექს-ომბუდსმენი, მაგრამ - ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი