ნინო ფოჩხუა: როგორ შეიძლება დაუჯერო იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ გავეშებულები აპირებდნენ ქვეყნის აყირავებას, არა იმიტომ რომ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, არამედ ხვდებიან რომ ჩიხში არიან და ყველა დავინახავთ მათ ნამდვილ სახეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 08 მარტი 2023, 12:55

არანაირი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს იყო ერთ-ერთი საბაბი ხალხის გარეთ გამოყვანის, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა. მიხარია, რომ ამ ჯერზეც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და გუშინდელი ღამე მშვიდობიანად დასრულდა, სახელმწიფო, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, - ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

ექსპერტის თქმით, მოღალატეებს და სხვა ქვეყნების ინტერესების დამცველებს, ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ!

„ჩვენ ვივლით ქრისტიანობით ევროპისკენ!
ჩვენ ვივლით სუვერენიტეტით ევროპისკენ!
ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!-ირაკლი კობახიძე
ამ სიტყვებს რომ მოისმენს ქვეყნის მოყვარული ადამიანი, როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაეუფლოს, ამავდროულად როგორ შეიძლება დაუჯერო იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ გავეშებულები აპირებდნენ ქვეყნის აყირავებას, არა იმიტომ რომ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, არამედ ხვდებიან რომ ჩიხში არიან მოქცეულები და დღეს თუ არა ხვალ გაიშიფრებიან და ყველა დავინახავთ მათ ნამდვილ სახეს. მოლოტოვის კოქტეილების გამომყენებლებს, მანქანების ლეწვის დამგეგმავებს და შემსრულებლებს ისე ადარდებთ ქვეყნის ბედი, როგორც მე მიშას დღის საკვები რაციონი.
არანაირი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს იყო ერთ-ერთი საბაბი ხალხის გარეთ გამოყვანის, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა. მიხარია, რომ ამ ჯერზეც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და გუშინდელი ღამე მშვიდობიანად დასრულდა, სახელმწიფო, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
გაიგონ, მოღალატეებს და სხვა ქვეყნების ინტერესების დამცველებს, აგენტს სპეციალურად არ ვახსენებ, ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ!“- წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი