ცილისწამებას და დეზინფორმაციას - თითქოს ეს კანონი შეაფერხებს განვითარებას, შეეხება შშმ პირებს ან სტუდენტებს, აქვს ძალზე მოკლე ფეხები და ქართული საზოგადოება ამაში ადვილად დარწმუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 07 მარტი 2023, 23:21

საზოგადოებაში დათესილ კიდევ ერთ ფეიკს და პანიკას, თითქოს ამ კანონის გამო საქართველოს არ ეღირსება "სტატუსი" - დეკემბერში ამ ცრუ-ნარატივსაც გააცამტვერებს აღმავლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე მყოფი საქართველო. ასე განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მე მისი მჯერა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

"რას ფიქრობთ ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის პოზიციებზე?", - ეკითხებიან ირაკლი კობახიძეს და იღებენ მისგან სათავისოდ ყოვლად გაუგებარ და გამაღიზიანებელ პასუხს: "მე ვფიქრობ საქართველოს საზოგადოებაზე და ვმოქმედებ მისი ინტერესებით!".
არავის არ აინტერესებს კანონის შინაარსი. თითქმის არავის არა აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი. მაგრამ მისი აპრიორი მიუღებლობა თითქმის აღარ ტოვებს არანაირ ეჭვს - ქართულ რადიკალურ ძალებს სწორედ იმ ფულით ასაზრდოებდნენ, რომლის გამჭვირვალობის შიში იკითხება დღეს ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციებში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს შავი დღე მართლა გაუთენდა საქართველოს, ოღონდ მის რადიკალურ და უსამშობლო ნაწილს. ცილისწამებას და დეზინფორმაციას - თითქოს ეს კანონი შეაფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, შეეხება შშმ პირებს ან სტუდენტებს - აქვს ძალზე მოკლე ფეხები და ქართული საზოგადოება ამაში ადვილად დარწმუნდება კანონის მიღებისთანავე.

რაც შეეხება საზოგადოებაში დათესილ კიდევ ერთ ფეიკს და პანიკას, თითქოს ამ კანონის გამო საქართველოს არ ეღირსება "სტატუსი" - დეკემბერში ამ ცრუ-ნარატივსაც გააცამტვერებს აღმავლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე მყოფი საქართველო. ასე განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მე მისი მჯერა.“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი