რუსეთის ინტერესს ატარებენო, საუბრობენ ისინი, რომლებიც დღემდე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში წერილს წერილზე წერენ, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 06 მარტი 2023, 13:50

როდესაც მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე, ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა ქვეყნის, საერთო საქმის“, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ვინც ზემოაღნიშნული დებულება დაწერა, შემდეგ განიხილა და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა იმაზე საუბრობენ რუსიო და რუსების ინტერესის დამცველიო, თან ის ხალხი, ვინც ხელფასს, პრემიასა და გრანტს იღებენ რუსეთიდან.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“

წარმოგიდგენიათ უტიფრობის რა „ლეველზე“ არიან? ვინც ზემოაღნიშნული დებულება დაწერა, შემდეგ განიხილა და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა - იმაზე საუბრობენ რუსიო და რუსების ინტერესის დამცველიო, თან ის ხალხი, ვინც ხელფასს, პრემიასა და გრანტს იღებენ რუსეთიდან.. ის ხალხი, ვისაც რუსეთში იცნობენ როგორც რუსს ბიზნესმენს.. ის ხალხი, რომლებმაც რუსეთს მისცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი.. ის ხალხი, რომლებმაც პუტინს აუსრულეს ყველა ოცნება, რაც კი ჰქონდა საქართველოს მიმართ...

რუსეთის ინტერესს ატარებენო საუბრობენ ისინი, რომლებიც დღემდე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში წერილს_ წერილზე წერენ, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირში...

რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ, როდესაც წამლის ბარიგა აპროტესტებს ნარკოტიკებს.. როდესაც, მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე, ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა - ქვეყნის, საერთო საქმისა...“, - წერს ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი