ზაალ ანჯაფარიძე: დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 06 მარტი 2023, 11:25
დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ და ამისათვის, დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

ანჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ ოჯახში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, ტერმინ “აგენტს” მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერმინის ჩასანაცვლებლად კომპრომისის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნია.


“როგორც ვატყობ, კანონპროექტი უცხოელ აგენტებზე პირველ მოსმენაზე მაინც გავა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებიდან შემიძლია გამოვიტანო ვარაუდი, რომ მზად არიან ქართველებისთვის მსუსხავი ტერმინი „აგენტი“ სხვა სახელდებით ჩაანაცვლონ. შესაბამისად, კომპრომისის ფანჯარა გახსნილია. არ ვარ დარწმუნებული რომ მეორე მხარე მას ხედავს.

ზოგადად, ევროპულ ოჯახში, საითკენაც ვილტვით, ტერმინ აგენტს ასეთი მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არა აქვს როგორც ჩვენთან. ესეც მიანიშნებს რაღაც-რაღაცეებზე.

ისე კი, დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ, და ამისათვის დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი