დავით ქართველიშვილი ლომჯარიას: ჯიუტად და გასაგებად არ წერთ, რომ 20 ივნისის ღამეს, თქვენ და თქვენი მოადგილე ბურჯანაძე, გახარიასთან ერთად, ერთ ოთახში არ ყოფილხართ - არადა, იყავით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 05 მარტი 2023, 16:03
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

„ხუთწუთიანი ეფექტის მქონე ჩემი გამონათქვამი“ საერთოდ უნდა გაგეტარებინათ, ქალბატონო ექს-„სახალხო დამცველო“ ამ შემთხვევაში. ამ მყისიერი რეაგირებით, თქვენ იმ „ხუთ წუთს“ უსასრულობის ფორმატი მიანიჭეთ. თანაც, ჯიუტად და გასაგებად არ წერთ: „მე და ჩემი მოადგილე ბურჯანაძე, გახარიასთან ერთად, ერთ ოთახში არ ვყოფილვართ“. არადა, იყავით. ამიტომაც გამოეხმაურეთ ასე მეყვსეულად ამ ფაქტს და თქვენ (!) დასავლეთის მიერ აღიარებული VIP-პერსონა (!!!), ვიღაც რიგითი „ექსპერტის“ დონეზე, თავის მართლების რეჟიმამდე „დაეცით“. უხერხულ მდგომარეობაში მე კი არა, ამ უსუსური თავის მართლებით თქვენ აღმოჩნდით.

ერთ პატარა ტექსტში - სამჯერ ახსენეთ ტერმინი „რუსული“. მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ამდენჯერვე რომ გამოგეყენებინათ ტერმინი „ქართული“, დღეს სახალხო პატივისცემასაც ეღირსებოდით იმ „ჩინ-მედლებთან" ერთად“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი