დრო მოვიდა, ლომჯარიამ და მისმა მოადგილემ - ბურჯანაძემ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა მოიმოქმედეს პრემიერ გახარიას შესაჩერებლად 20 ივნისის დარბევის დღეს, თუ ისინი მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 04 მარტი 2023, 20:31

გიორგი გახარიას 2021 წლის თებერვლის ღალატისთანავე, ამერიკაში ნაცების პოლიტბიუროსთან ერთ სასტუმროში და ერთ პერიოდში მისი „შემთხვევით“ მოხვედრის დროს, გამოვთქვი გარკვეული ვარაუდი 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით. დღეს ამ ვარაუდს, თავისი „პიკანტური“ დეტალებით, მიეცა ნახევრად-რწმუნების ხორცშესხმა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

„მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ იმ დროს, როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირდაპირ ეთერში არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული აქციების დაშლის ნაცებისთვის დამახასიათებელი მეთოდები - ერთ საპარლამენტო ოთახში, ტელევიზორით მის გამოსვლას უყურებდნენ გახარია, ლომჯარია და მისი მოადგილე - „ცალ ფეხზე დგომით მონობის“ პოპულარიზატორი ბურჯანაძე.

დღეის გადასახედიდან - თვითონ ეს პირდაპირი ჩართვაც და პრემიერისთვის ეს დასმული შეკითხვაც აღარ მეჩვენება „შემთხვევით“ მოვლენად, არამედ წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ნაბიჯად. გასცა თუ არა ბახტაძემ მტკიცე დაპირება - რომ წინა რეჟიმისთვის დამახასიათებელ ქმედებებს ადგილი არ ექნებოდა, როგორც ჩანს, ლომჯარიამ უბრძანა გახარიას, აგენტოკრატების მიერ დაგეგმილი ოპერაცია მოქმედებაში მიეყვანა.

ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისის მიწურულს, ჩემი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების კოლეგები გაოცებულები მიზიარებდნენ თავის გაკვირვებას - რატომ იქნა გამოყვანილი მომიტინგეთა წინააღმდეგ მაინცდამაინც ის კონტინგენტი, რომელიც მონაწილეობდა 2011 წლის 26 მაისის აქციის სისხლიან დარბევაში, რატომ ხდებოდა მომიტინგეთა მისამართით მიზანმიმართული, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი მიზანმიმართული სროლა.

ამ, როგორც ჩანს, კარგად დაგეგმილ ოპერაციას „ემსხვერპლა“ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის სავარძელი, რომელსაც თავისი საჯაროდ გახმოვანებული დაპირების უხეში დარღვევის გამო, როგორც წესიერ და პატიოსან ადამიანს, გახარიამ და ლომჯარიამ სხვა არჩევანი აღარ დაუტოვეს - ის მალევე გადადგა და ამით „მაზაკვალს“ სანუკვარ პოზიციამდე მწვანე შუქი აენთო. ეს იყო ოპერაცია „подстава“-ს მხოლოდ საწყისი ეტაპი, რომელმაც შემდგომი განვითარება ჰპოვა მოგვიანებით ყველასთვის ცნობილი მოვლენებში. ეს ოპერაცია არ დასრულებულა და დღესაც მიმდინარეობს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი