264
03 მარტი 2023, 20:58
„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც:
აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;
რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის;
რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით;
რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით - აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს;
რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს - რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას;
რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს;
რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში;
რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი - მოწინავეა მსოფლიოში;
რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე;
რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს;
რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები;
რომელიც პარტნიორს - მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას - ლაქიას.
ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში - სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |