229
25 თებერვალი 2023, 11:14
„პარადოქსია, რომ გუშინ უკრაინაში, ომის წლისთავზე, რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის მარიინსკის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს! აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს! ესეც არ იკმარეს და კიევის ცენტრიდან, თბილისში შეკრებილი დევნილი უკრაინელი ქალბატონების და ვაჟკაცი ბიჭებისთვის, მიმართვა გააკეთებინეს! შეურაცხყოფა მიაყენეს ომში დაღუპულ გმირ მეომრებს, მათ ოჯახებს და სრულიად უკრაინულ საზოგადოებას! ამ დროს, საქართველოში უკრაინის ელჩობის როლის შემსრულებელი, stand-up comedy-ის გამოსვლა რომ გეგონება, იდიოტური განცხადებებით, ოცნების დეპუტატებს ცილს წამებს და დეზინფორმაციებს ავრცელებს!
რომ გაგიგოთ უკრაინელმა ხალხმა ლაკას ვოიაჟი, რას შვებით მერე?“- წერს სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |