ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 22 თებერვალი 2023, 15:36

იმაზე, რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს, ცალკეული ქართველი მკითხველებისთვისაა სიახლე, თორემ დასავლეთში ცხარე დისკუსიების თემებია. თუმცა, აქაური არაერუდირებული ვითომ ლიბერალები შათირიშვილის, მისი თანამოაზრეების და საზოგადოების საგრძნობი ნაწილის მოსაზრებებს ე.წ. ბნელ და „რუსულ“ გზავნილებად რაცხავენ. არაა გასაკვირი, რადგან ნაცოპოზიციურ ფლანგზე არაინფორმირებულ გაუნათლებელთა პრეტენზიული ბოგინია, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, დასავლეთში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციის მიხედვით, ემოციები და აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა და ფაქტები. როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, უმცირესობის მიერ თავსმოხვეული ე.წ. ახალ ლიბერალურ წესრიგს, საერთო აღარაფერი აქვს ლიბერალიზმის თავდაპირველ ცნებასთან , რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზედა რელიგიურ რწმენაზე იყო დაფუძნებული.

„იმაზე, რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს, ცალკეული ქართველი მკითხველებისთვისაა სიახლე, თორემ დასავლეთში ცხარე დისკუსიების თემებია. თუმცა, აქაური არაერუდირებული ვითომ ლიბერალები შათირიშვილის, მისი თანამოაზრეების და საზოგადოების საგრძნობი ნაწილის მოსაზრებებს ე.წ. ბნელ და "რუსულ" გზავნილებად რაცხავენ. არაა გასაკვირი, რადგან ნაცოპოზიციურ ფლანგზე არაინფორმირებულ გაუნათლებელთა პრეტენზიული ბოგინია.

დასავლეთიდან წამოვიდა, რომ „პოსტსიმართლის“ (Post-truth) ეპოქაში, ემოციები, სლოგანები და აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება და გამოსავლის ძიება.

ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ, რომ განსხვავებული აზრი ექსტრემიზმად ჩაითვლებოდა, რომ უმრავლესობას თავს მოახვევდნენ უმცირესობის ე.წ. ახალ ლიბერალურ წესრიგს, რომელშიც უზენაესნი არიან დიდი მთავრობა [ეფექტურობა შერყეულია და უნიათოა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე] და კულტურული მემარცხენეობა. ლიბერალიზმი ოდესღაც ნიშნავდა ისეთი უფლებების მხარდაჭერას, როგორიცაა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური რწმენა და ახლა ნიშნავს, მაგალითად, აბორტისა და ტრანსგენდერული იდეოლოგიის მხარდაჭერას. თუ ეს საკამათოა, ფსევდოლიბერალთა უკიდურესად სუბიექტური შეფასებით, ხარ რადიკალი ულტრამემარჯვენე და 'აუტსაიდერი'. არა და მართლაც მარგინალები გახდნენ ისინი, ვის ხელშიცაა უზარმაზარი რესურსები და ხალხებს თავს ახვევენ მათთვის მიუღებელ პოლიტიკებს.

„უმეტესობას უბრალოდ სურს იცხოვროს თავისუფლებასა და მშვიდობაში, მაგრამ ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ მემარცხენე კულტურული ომის დროს, რომელიც არ დაგვიწყია და არასდროს გვინდოდა ბრძოლა. ყოველ დღე გვეუბნებიან, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მათ რიტუალებში, მივესალმოთ მათ დროშებს და თაყვანი ვცემთ მათ ცრუ კერპებს... ეს არ არის ნორმალური. ეს სიგიჟეა და არასწორია“, - აცხადებს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში არკანზასის შტატის გუბერნატორი, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი პრეს-მდივანი სარა ჰაკაბი სანდერსი.

რას ვიზამთ? ვირუსულად მოდებულ სიგიჟეებთან გვიწევს შერკინება ბრძოლაში, რომელშიც საღი აზროვნება და მიდგომა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი