ნინო გიორგობიანი: ორი წლის განმავლობაში პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 22 თებერვალი 2023, 15:25

დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება, - ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

„„დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“ - პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს განცხადება, რომელიც პრემიერმა ერთ-ერთი ღონისძიების დროს გააკეთა, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა და ვთვლი, რომ მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი ყველაზე კარგად გამოხატავს.
დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება.
მოკლედ მინდა შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური
პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა:
გაზრდილი ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. ძალოვნებს ჯამში ხელფასი გაეზარდათ 30%-ით, საჯარო მოხელეებს 20%.-ით.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200 ლარიანი დახმარება დაენიშნათ - ჯამში 500 მილიონი ლარი გამოიყო.
გაიაფდა მედიკამენტები: თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლები 60-დან 80%- ით გააიაფა, რის შედეგადაც მოსახლეობას 200 მილიონი დაეზოგება.
მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ზედიზედ ორჯერ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
2022 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები იყო - 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარი, რაც პანდემიამდელ - 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.
უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“ - რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი - სკოლების და ბაღების, სოფლის გზებისა თუ ავტობანების მშენებლობა.
ისტორიული პროექტების დაწყებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

საქართველოში არსებული ეკონომიკური წარმატება, სტაბილურობა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერი საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებთან საუბრობს: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიასა და არაბულ ქვეყნებში, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეის დებატებში. ამავდროულად მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ბოლოსკენ რომ შევაჯამო, მოკლე რეზიუმე - დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა ჩაიბარა მინუსიანი ეკონომიკით, ბიუჯეტის დეფიციტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუშაობის შედეგად - 2023 წლის ბოლოს მშპ - 80 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარზე მეტი იქნება, ლარი დასტაბილურდა. 2 წელი ზედიზედ ორნიშნა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა.

რთულია ერთ პოსტში ყველაფრის გადმოცემა, ამიტომაც გასულ წელს ამ დღეს დაწერილი პოსტსაც გიზიარებთ“, - წერს ნინო გიორგობიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი