სააკაშვილი ბაიდებზე - მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი ერთი კვირის წინ, ჩავა-თქო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 20 თებერვალი 2023, 18:07

არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და [ბაიდენს] წარბი არ შეუხრია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლას ეხმაურება.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბაიდენს კარგად იცნობს და იცოდა, რომ კიევში ჩავიდოდა.

„რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი ერთი კვირის წინ, ჩავა-თქო. არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. მან უკრაინის დედაქალაქში ხუთ საათზე მეტი გაატარა, ის მარიინსკის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. ბაიდენმა, ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი