ანდრია გვიდიანი: მოვუწოდებ ბელგიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ევროპარლამენტარი ევა კაილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგია დაკარგავს ევროკავშირის წევრის სტატუსს და რუსული ორბიტის ნაწილი გახდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
287 18 თებერვალი 2023, 13:51

აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო. ადვოკატების თქმით, ევა კაილის საკანში ცივა, მას არ აძლევენ დამატებით საბანს, მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას 2 წლის შვილის ნახვის უფლება თვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მიეცა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრი დაკავებულია მხოლოდ კორუფციის ბრალდებით და არა ადამიანების გაუპატიურების, მედიის დარბევის, დეპუტატების ცემის და სხვა მძიმე დანაშაულების გამო. მიუხედავად ამისა, ევა კაილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, არც „ვიაიპი“ პალატაშია მოთავსებული, არც რამდენიმე ათეული მნახველი ჰყავს ყოველდღიურად და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაც არ ეძლევა.

„აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო. ადვოკატების თქმით, ევა კაილის საკანში ცივა, მას არ აძლევენ დამატებით საბანს, მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას 2 წლის შვილის ნახვის უფლება თვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მიეცა. წარმოგიდგენიათ, არც VIP პალატაშია, არც 15 მნახველი ჰყავს ყოველდღიურად და არც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა!!!

თან ეს ხდება მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო. ადამიანების გაუპატიურების, მედიის დარბევის, დეპუტატების ცემის, ბიზნესების ტერორის, ბიუჯეტის ფლანგვის და სხვა მძიმე დანაშაულების დაუსრულებელი სიის გამო კი არა, არამედ მხოლოდ კორუფციის გამო.

მოვუწოდებ ბელგიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქალბატონი ევა კაილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგია დაკარგავს ევროკავშირის წევრის სტატუსს და ცივილიზებული სამყაროსთვის გახდება რუსული ორბიტის ნაწილი. #SAVEEVAKAILI!“ - წერს ანდრია გვიდიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი