დავით ქართველიშვილი: შეაჩერონ ევა კაილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში, მაგალითად საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 18 თებერვალი 2023, 10:12

რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს ემოცია აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს მასში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში, მაგალითად საქართველოში, მაგრამ თანამედროვე დასავლური „ცივილიზაციით“ ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მათი „ფასეულობების“ რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს?

„რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას...

ეს ემოცია რაღაც აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს ჩემში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომ მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში, მაგალითად საქართველოში, მაგრამ თანამედროვე დასავლური „ცივილიზაციით“ ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მათი „ფასეულობების“ რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს? ამიტომ, ჩემს წარმოსახვებში ვიფიქრე, ისე იყოს, როგორც არის, რა გაეწყობა და „ჩემი რეზოლუციის“ ტექსტი მეხსიერებიდან წავშალე...“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი